Aa
Aa

"ეს ყველაფერი ბინძურ სახეს იღებს", - მესი აბიდალს საჯაროდ დაუპირისპირდა!

ლიონელ მესიმ ყოფილ თანაგუნდელსა და ამჟამად კლუბის სპორტული დირექტორი ერიკ აბიდალი საჯაროდ გააკრიტიკა.

ასეთი რამ მესის მხრიდან პირველად მოხდა. ლეომ აბიდალის ბოლო რამდენიმე განცხადება არ მოიწონა და თანაგუნდელები დაიცვა.

კერძოდ, ყველაფერი "ელ კლასიკოს" შემდეგ დაიწყო. მოდით მივყვეთ ქრონოლოგიურად.

აბიდალი:''უპირველესად მინდა ვთქვა, რომ ერნესტო ვალვერდეს გაშვება არ იყო მარტივი გადაწყვეტილება. მინდა მადლობა გადავუხადო იმისთვის, რაც მან კლუბისთვის გააკეთა, მან წარმატებით იმუშავა და მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ტიტულები მოიპოვა, მაგრამ გარეშე თვალისთვის კარგად შესამჩნევი იყო გუნდის თამაშში არსებული ნაკლოვანებები. აქედან გამომდინარე მწვრთნელის შეცვლა გადავწყვიტეთ.'' - ეს აბიდალის განცხადებაა, რომელიც მან ვალვერდეს დათხოვნის შემდეგ გააკეთა.

"ელ-კლასიკოს" შემდეგ აბიდალმა აღნიშნა, რომ ყველა ფეხბურთელის თამაშით კმაყოფილი არ იყო. ფრანგი თვლიდა, რომ გუნდის რამდენიმე მოთამაშე ბოლომდე არ იხარჯებოდა და მაქსიმალურად არ შრომობდა, თუმცა მან ფეხბურთელები კონკრეტულად არ დაასახელა. ლეო მესის პასუხის შინაარსი სწორედ ფეხბურთელთა გვარების დასახელებას გულისხმობდა არგენტინელი თვლის, რომ კლუბის თითოეულმა წევრმა თავის ქმედებაზე პასუხისმგებლობა ბოლომდე უნდა აიღოს.

მესიმ Instagram-ის Story-ზე აბიდალს უპასუხა:''გულწრფელად რომ გითხრათ მე არ მომწონს მსგავსი რაღაცები, მაგრამ კლუბის თითოეულმა წევრმა საკუთარ დავალებაზე და საკუთარ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. ფეხბურთელები უპირველესად ჩვენ ვაღიარებთ, როდესაც მოედანზე ჩვენს საქმეს კარგად ვერ ვაკეთებთ. პასუხისმგებლობა თითოეულ გადაწყვეტილებაზე კლუბის მენეჯმენტმაც უნდა აიღოს. ვფიქრობ, როცა ფეხბურთელებს საჯაროდ აკრიტიკებ, მათი გვარებიც უნდა დაასახელო, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ყველაფერი ბინძურ სახეს იღებს და ვახალისებთ იმას, რაც რეალური არაა".

ბოლოს გეტყვით, რომ რამდენიმე დღის წინ "ბარსას" პრეზიდენტმა ბართომეუმ კლუბის ხელმძღვანელობასთან ერთად განაცხადა, რომ ისინი აბიდალის მუშაობით კმაყოფილები არიან. დღეს კი აი ასეთი რამ მოხდა. მესი ასე პირველად მოიქცა და საინტერესოა რა გაგრძელება მოყვება ამ ამბავს. აბიდალის სკამი, რომ ძალიან შეირყა ეს უკვე ნათელია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები