Aa
Aa

''ტოტენჰემი'' და ''მილანი'' პიონტეკის ტრანსფერზე ვერ შეთანხმდნენ

პოლონელი კშიშტოფ პიონტეკის გადაბირება ლონდონის ‘‘ტოტენჰემს’’ სურდა, თუმცა ‘‘მილანი’’ საიჯარო ხელშეკრულების გაფორმების წინააღმდეგია. იტალიურ მხარეს სურს ლონდონურმა გუნდმა მოთამაშე სრულად გამოისყიდოს და ტრანსფერში 30 მილიონი ევრო გადაიხადოს.

ჟოზე მოურინიო პიონტეკში ჰარი კეინის შემცვლელს ხედავს, თუმცა ‘‘დეზები’’ 30 მილიონის გადახდაზე უარს ამბობენ, მათ პიონტეკის დამატება დროებით, კეინის მოედანზე დაბრუნებამდე სურთ.

გასულ წელს ‘‘მილანმა’’ პიონტეკის სანაცვლოდ ‘‘ჯენოას’’ 35 მილიონი ევრო გადაუხადა, თუმცა ფორვარდმა მოლოდინი ვერ გაამართლა. მიმდინარე სეზონში სერია ა-ს 18 შეხვედრაში მხოლოდ 4 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები