Aa
Aa

"ბარსადან" ბუნდესლიგაში - ტოდიბო გერმანიაში ჩავიდა

კატალონიის „ბარსელონას“ 20 წლის მცველი, ჟან-კლერ ტოდიბო დღეს ღამით დიუსელდორფის აეროპორტში Bild-ის ფოტორეპორტიორებმა დააფიქსირეს.

გამოცემის თქმით, ტოდიბო დღეს „შალკეს“ ოფისში მივა, შემდეგ სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კლუბთან 6-თვიან საიჯარო ხელშეკრულებას გააფორმებს.

როგორც წამყვანი გამოცემები წერენ, ტოდიბო „მეშახტეთა“ რიგებში მშრალი არენდით გადავა, ზაფხულში კი კვლავ „ნოუ კამპზე“ დაბრუნდება.

ფრანგი უკანახაზელი „ბარსამ“ 2019 წლის ზამთარში შეიძინა, თუმცა სათამაშო პრაქტიკა არ აქვს და მიმდინარე სეზონში მოედანზე მხოლოდ 167 წუთი გაატარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები