Aa
Aa

კანკავას აღიარება! - კაპიტანი საუკეთესო ქართველი ფეხბურთელია!

სასტუმრო შერატონში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. 2019 წლის საუკეთესო ქართველ ფეხბურთელად საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა დასახელდა.

ყაზახური ''ტობოლის'' 33 წლის ლიდერმა წლის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელის ჯილდო მეორედ მიიღო.

ჯაბა კანკავას გარდა 2019 წლის საუკეთესოების სია ასე გამოიყურება.

საუკეთესო ქალი ფეხბურთელი - ტატიანა მატვეევა (ტენერიფეესპანეთი)

საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი - ზურიკო დავითაშვილი (რუბინირუსეთი)

საუკეთესო გოლი - გიორგი გულიაშვილი (საბურთალოთბილისი)

ფუტსალის საუკეთესო მწვრთნელი - ავთანდილ ასათიანი (ფუტსალის ეროვნული ნაკრები)

ფუტსალის საუკეთესო მოთამაშე - არჩილ სებისკვერაძე (სვაროგი, ჩეხეთი)

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ქალთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი - ხატია ჭყონია (ლანჩხუთი)

საქართველოს ქალთა საუკეთესო მწვრთნელი - რევაზ კუკულაძე (ლანჩხუთი)

საუკეთესო მსაჯი - გიორგი კვირიკაშვილი

  

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე 2019 წლის სეზონში გამორჩეულ 17-წლამდე და 19-წლამდე ფეხბურთელებს ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის ალექსანდრე ჩივაძის სახელობის პრემია გადაეცათ.

17-წლამდე

ოქროს მედალი - ლუკა გაგნიძე (დინამო, თბილისი)
ვერცხლის მედალი - გიორგი აბუაშვილი (დინამო, თბილისი)
ბრინჯაოს მედალი - ოთო მამაგეიშვილი (სფფ აკადემია, თბილისი)

19-წლამდე

ოქროს მედალი - გიორგი გულიაშვილი (საბურთალო, თბილისი)
ვერცხლის მედალი - ცოტნე კაპანაძე (რუსთავი)
ბრინჯაოს მედალი - ანატოლი მესიაჩენკო (სამტრედია)

წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე ასევე კრისტალბეთ ეროვნული ლიგისა და კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის სეზონის საუკეთესოები გამოავლინეს. სპეციალური პრიზები მიიღეს:

საუკეთესო ფეხბურთელი და ლეგიონერი - ჯოვინო ფლამარიონი (დინამობათუმი).

საუკეთესო მეკარე - ხოსე პერალესი (დინამოთბილისი)

საუკეთესო მცველი - მამუკა კობახიძე (დინამობათუმი)

საუკეთესო ნახევარმცველი - ნიკა ნინუა (დინამოთბილისი)

საუკეთესო თავდამსხმელი და ბომბარდირი - ლევან კუტალია (დინამოთბილისი - 20 გოლი)

საუკეთესო მწვრთნელი - გია გეგუჩაძე (დინამობათუმი)

ეროვნული ლიგა 2-ის 2019 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი - გურამ სამუშია (სამტრედია)

ეროვნული ლიგა 2-ის 2019 წლის სეზონის ბომბარდირი - გიორგი ნიქაბაძე (მერანი, თბილისი)

ეროვნული ლიგა 2-ის 2019 წლის სეზონის საუკეთესო მწვრთნელი - კახა კაჭარავა (სამტრედია)

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები