''მადლობა ყველაფრისთვის'' - ჩხეტიანმა ''ტორპედო'' დატოვა
Aa
Aa

''მადლობა ყველაფრისთვის'' - ჩხეტიანმა ''ტორპედო'' დატოვა

საფეხბურთო კლუბი ქუთაისის ''ტორპედო'' მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა ოფიციალურად დატოვა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციას ქუთაისური კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

კლუბის განცხადებაში ვკითხულობთ: ''კახა ჩხეტიანი "ტორპედოს" აღარ გაწვრთნის. მწვრთნელსა და კლუბს შორის კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყდა.

კახა ჩხეტიანი "ტორპედოს" მწვრთნელად 2016 წლის სექტემბერში დაინიშნა. მისი ხელმძღვანელობით, 2017 წელს "ტორპედომ" ქვეყნის ჩემპიონობა იზეიმა. გარდა ამისა, კლუბმა ორ-ორჯერ საქართველოს თასი და სუპერთასი მოიგო, პირველად ითამაშა ევროპალიგის პლეი-ოფში...

"ტორპედო" მადლობას უხდის კახა ჩხეტიანს გაწეული სამსახურისთვის და კარიერაში წარმატებებს უსურვებს. მადლობა ყველაფრისთვის!''

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები