ჩემპიონთა ლიგა უნიკალური ტურნირია. შენ, შესაძლოა კონკრეტულ სეზონს ძალიან მაღალ დონეზე ატარებდე და მთავარ ფავორიტადაც განიხილებოდე, თუმცა გავა რამდენიმე თვე, პლეი-ოფში შეხვდები ვინმეს, რომელსაც წყვილში აუტსაიდერად განიხილავენ, მაგრამ მოულოდნელად მარცხდები...
ჩემპიონთა ლიგაზე ასეთი რაღაცები საკმაოდ ხშირად მომხდარა. ბევრი ფავორიტი გათამაშებას ნაადრევად დაემშვიდობა.
ასევე, იყვნენ გუნდები, რომლებიც თასის აღმართვასთან საკმაოდ ახლოს იყვნენ, თან არა ერთხელ, თუმცა ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად საჭირო მენტალიტეტი არ აღმოაჩნდათ.
გთავაზობთ TOP 10-ს - გუნდები, რომლებსაც ჩემპიონთა ლიგა უნდა მოეგოთ, მაგრამ...