''ლივერპული'' იაპონელს შეუთანხმდა:მინამინო ''ენფილდზე'' ითამაშებს
Aa
Aa

''ლივერპული'' იაპონელს შეუთანხმდა:მინამინო ''ენფილდზე'' ითამაშებს

Independent-ის ცნობით ''ლივერპული'' ავსტრიული ''ზალცბურგის'' ფეხბურთელს, ტაკუმი მინამინოს შეუთანხმდა, 2020 წლის იანვრიდან აზიელს იურგენ კლოპის გუნდში ვიხილავთ.

შემტევი სტილის ნახევარმცველის, ტაკუმი მინამინოს გამოსასყიდი თანხა 7, 25 მილიონ ფუნტ სტერლინგს შეადგენს, თუმცა მიმდინარე წლის თებერვალში ფეხბურთელმა ''ზალცბურგთან'' კონტრაქტი 2021 წლამდე გაახანგრძლივა და შესაძლოა სატრანსფერო თანხა ბევრად უფრო შთამბეჭდავი აღმოჩნდეს.

ავსტრიის ჩემპიონის სპორტული დირექტორის, კრისტოფ ფროინდის განცხადებით იაპონელი ფეხბურთელი ავსტრიაში გატარებული ხუთწლიანი პერიოდის შემდეგ ევროპის უძლიერეს კლუბებში სათამაშოდ მზადაა.

ფროინდმა Independent-თან საუბარში აღნიშნა:''მინამინო ბრწყინვალე ფეხბურთელია, ის შესანიშნავი პიროვნებაა. მე რომ ევროპული გრანდის ხელმძღვანელი ვიყო, მისი გადაბირების არ დავფიქრდებოდი და ყოველგვარი ეჭვის გარეშე გადავიბირებდი. ტაკუმი კარიერული პროგრესისთვის მზადაა.''

მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ''ლივერპულმა'' ''ზალცბურგი'' 4:3 დაამარცხა. ავსტრიული გუნდის მხრიდან მეორე გოლი მინამინომ შეაგდო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები