მოურინიო:
Aa
Aa

მოურინიო: "ვენგერი ბოლო ადამიანი იყო ვინც ეს შეძლო...ეს ჩვენთვის ცუდია"

ჟოზე მოურინიომ პრესასთან სასაუბროდ მოიცალა და მწვრთნელების საქმიანობას შეეხო, რომელიც დროის ცვლილებასთან ერთად განვითარდა და სახე იცვალა.

„განსაკუთრებულის“ თქმით, არსენ ვენგერი იყო უკანასკნელი, ვინც ერთ კლუბში 20 წელი და მეტი დრო გაატარა.

„20 წელი ერთ კლუბში? არამგონია ეს შესაძლებელი იყოს. თანამედროვე ცხოვრება, ტექნოლოგიები, სოციალური მედია, ვფიქრობ ეს ყველაფერი გავლენას ახდენს, ადამიანების მენტალიტეტიც, სწრაფი ურთიერთობები, ეს გადატვირთული გარემო, ძალიან ბევრი რამ არის რაც იცვლება.

მხოლოდ ფეხბურთი არა, ცხოვრებაში ბევრი რამ იცვლება და იცვლება მსოფლიოც. ვფიქრობ, ვენგერი ბოლო ადამიანი იყო ვინც ეს შეძლო. რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის ცუდია.

ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ ამ სამუშაოსთვის შესაფერისი ადამიანები ვართ. ამისთვის ყოველდღიურად უნდა ვიბრძოლოთ.

ჩემი აზრით, როდესაც ხალხი თვლიდა, რომ კონკრეტული სამუშაო კონკრეტული დროით მათი იყო, ეს დრო გავიდა. თქვენი სამსახურისთვის ყოველდღიურად უნდა იბრძოლოთ. მხოლოდ შედეგებისთვის არა, ყველაფრისთვის რასთანაც კლუბში შეხება გაქვთ.

ვფიქრობ ეს ნორმალურია, ეს ყველგან ხდება. მე უბრალოდ ვცდილობ დავანახო ყველას, რომ ვარ ადამიანი, რომელიც თავისი სამუშაოსთვის შესაფერისია“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები