ფეხბურთი ხანდახან ძალიან დაუნდობელი და სასტიკია. მას, დიდ სიხარულთან ერთად დიდი ტკივილის მონიჭებაც შეუძლია.
იღბალს სპორტის ნებისმიერ სახეობაში დიდი მნიშვნელობა აქვს. ხანდახან უბრალოდ საჭიროა, რომ მცირედით გაგიმართლოს, რათა სასურველ შედეგს მიაღწიო. არა, ყოველთვის ძლიერებს არ უმართლებთ. ვინც ეს ფრაზა მოიგონა, ის სავარაუდოდ ყოველთვის ძლიერის მხარეს ირჩევს.
ფეხბურთის ისტორიამ ბევრი დრამატული ისტორია შემოგვინახა. გთავაზობთ 10 შემთხვევას, როდესაც კონკრეტულ კლუბს, კონკრეტულ სეზონში ყველაფერი უნდა მოეგო, თუმცა სეზონი ტიტულის გარეშე დაასრულა.