TOP 10 - დაუვიწყარი ფრაზები ფეხბურთის ისტორიიდან
Aa Aa

TOP 10 - დაუვიწყარი ფრაზები ფეხბურთის ისტორიიდან

ფეხბურთის ისტორია უამრავ დაუვიწყარ მატჩსა და გოლს ინახავს, თუმცა ფეხბურთი მხოლოდ ეს არ არის.

ლეგენდარულმა სპორტსმენებმა წარუშლელი კვალი მოედანს მიღმაც დატოვეს. ფეხბურთელებმა ისტორიას დაუვიწყარი გამონათქვამები აჩუქეს, რომლებიც თაობიდან თაობებს გადაეცემათ.

წარმოგიდგენთ 10 ფეხბურთელისა, თუ მწვრთნელის რამდენიმე ცნობილ ფრაზას ფეხბურთის ისტორიიდან:

„ღმერთი ყველას ასაჩუქრებს. ვიღაცას წერა შეუძლია, ვიღაცას ცეკვა. მან მე ტექნიკა და ფეხბურთის თამაშის შესაძლებლობა მომცა და მე ამ ნიჭის გამოყენებას მაქსიმალურად ვცდილობ“. - რონალდინიო.

„წარმატება შემთხვევითი არ არის. ეს არის დაუღალავი შრომის, შეუპოვრობის, სწავლის, მსხვერპლის გაღებისა და იმის სიყვარულის შედეგი, რასაცა აკეთებ, ან სწავლობ, რომ გააკეთო“. - პელე.

„ზოგიერთი ადამიანი ფიქრობს, რომ ფეხბურთი სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია. მე ასეთი დამოკიდებულებისა და შეხედულების გამო ძალიან იმედგაცრუებული ვარ. მე გარწმუნებთ, რომ ფეხბურთი ამაზე გაცილებით, გაცილებით მნიშვნელოვანია“. - ბილ შენკლი.

„ზოგიერთი ადამიანი მეუბნება, რომ ჩვენ ფეხბურთელები, ფეხბურთის მონები ვართ. თუ, ეს ნამდვილად მონობა არის, მაშინ სამუდამო მომისაჯეთ“. - ბობი ჩარლტონი.

„მე ვცდილობდი, რომ მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად მექცია, ამ დროს კი მან საუკეთესო მწვრთნელად მაქცია“. - პეპ გვარდიოლა.

„ასეთი რამ არ მომხდარა... ჩემ გუნდს ფრეზე არასდროს უთამაშია“.

ჩემი ყველაზე დიდი გამოწვევა მდგომარეობდა იმაში, რომ „ლივერპული“ თავიანთი დედამო****ლი კვარცხლბეკიდან ჩამომეგდო. დიახ, შეგიძლიათ ამის შესახებ დაწეროთ“. - ალექს ფერგიუსონი.

„ადამიანი ახალი იდეებით გიჟია, სანამ მისი იდეები ტრიუმფს არ მოიპოვებენ“. - მარსელო ბიელსა.

„გთხოვთ ქედმაღალს ნუ მიწოდებთ, იმიტომ, რომ მე სიმართლეს ვამბობ. მე ევროპის ჩემპიონი ვარ. ვფიქრობ, რომ განსაკუთრებული ვარ“. - ჟოზე მოურინიო.

„ყოველ ჯერზე, როდესაც სახლიდან გავდიოდი დედას ვატყუებდი. ვამბობდი, რომ სკოლაში მივდიოდი, სინამდვილეში კი ქუჩაში ფეხბურთს ვთამაშობდი. მე ყოველთვის მქონდა ბურთი ფეხებში“. - რონალდო.

„ფეხბურთის თამაში ძალიან მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში ურთულესია“.

"სტატისტიკურად დამტკიცებულია, რომ მატჩის მიმდინარეობისას ფეხბურთელი ბურთს საშუალოდ 3 წუთის განმავლობაში ფლობს... ასე, რომ მთავარია, რას აკეთებთ თქვენ უბურთოდ ყოფნის 87 წუთის განმავლობაში. სწორედ ეს განსაზღვრავს იმას, ხარ, თუ არა კარგი მოთამაშე." - იოჰან კრუიფი.

P.S. გაგრძელება იქნება...

გაზიარება: