ლევანდოვსკის ჰეთ-თრიკი და კოუტინიოს დებიუტი გელზენკირხენში
მიუნხენის „ბაიერნმა“ ბუნდესლიგის მეორე ტურში სეზონის პირველი გამარჯვება მოიპოვა.
„რეკორდმაისტერი“ გელზენკირხენს ესტუმრა და „შალკე“ 3:0 დაამარცხა.
ბრწყინვალე იყო რობერტ ლევანდოვსკი, რომელმაც ჰეთ-თრიკი შეასრულა და ბომბარდირთა დავაში თავიდანვე წინ გაიჭრა.
შეხვედრაში შედგა ფილიპე კოუტინიოს დებიუტიც. კოუ მოედანზე 57-ე წუთზე ტომას მიულერის ნაცვლად გამოჩნდა.
„ბაიერნის“ მთავარი კონკურენტი „დორტმუნდი“ ჯერჯერობით უდანაკარგოდ ასპარეზობს. მიუნხენელები მე-3 ტურში “მაინცს“ უმასპინძლებს.