ალთუნაშვილი:''საქართველოში გამარჯვებულები უნდა დავბრუნდეთ''
Aa
Aa

ალთუნაშვილი:''საქართველოში გამარჯვებულები უნდა დავბრუნდეთ''

უეფას ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ''საბურთალო'' ერევანში ''არარატ-არმენიას'' შეხვდება. მატჩამდე თბილისური კლუბის ოფიციალურ ვებგვერდს გუნდის ფეხბურთელები, ნიკოლოზ მალი და სანდრო ალთუნაშვილი ესაუბრნენ.

ნიკოლოზ მალი: “მიმაჩნია, რომ კარგი მოწინააღმდეგე გვყავს, რადგან ევროპის ლიგის მესამე ეტაპზე სუსტი გუნდი ვერ გავიდოდა. გუნდში კარგი ფსიქოლოგიური გარემოა და საბრძოლველად ვართ განწყობილები. ჩვენი მიზანი ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრაა. შესაბამისად, ამ მიზნის მისაღწევად ეს ბარიერი უნდა დავძლიოთ, შემდეგ ფლეი-ოფში რომ მოვხვდეთ და წინ წავიწიოთ”.

სანდრო ალთუნაშვილი: “კარგი მოლოდინი გვაქვს. დანაკლისი არის, ვაგნერი ვერ დაგვეხმარება, მაგრამ დანარჩენი ფეხბურთელები მწყობრში ვართ და შევეცდებით კარგად ვითამაშოთ და სასურველ შედეგს პირველივე შეხვედრაში მივაღწიოთ. “შერიფთან” და ზაგრების “დინამოსთან” ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი თამაშები ჩავატარეთ, დიდი გამოცდილება მივიღეთ და მიმაჩნია, რომ ეს “არარატ-არმენიასთან” ძალიან წაგვადგება. ''არარატ-არმენიამ'' შვედურ გუნდს მოუგო და აქედანაც ჩანს, რომ რთული მეტოქეა. დაძაბული შეხვედრა გველის, მაგრამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ საქართველოში გამარჯვებულები რომ დავბრუნდეთ”.

''არარატ-არმენიასა'' და ''საბურთალოს'' შეხვედრა ერევანში, 6 აგვისტოს თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

ფოტო: ''საბურთალოს'' პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები