Aa
Aa

"იუვენტუსი" ერიქსენით დაინტერესდა

ტურინის „იუვენტუსის“ ყურადღების ცენტრში „ტოტენჰემის“ დანიელი ნახევარმცველი, კრისტიან ერიქსენი მოექცა. „ბიანკონერიმ“ აარონ რემზი და ადრიენ რაბიო უკვე გაიფორმა, თუმცა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე ვარსკლავური სტატუსის მქონე ნახევარმცველის გადაბირება სურს.

„ბებერი ქალბატონის“ მთავარი სამიზნე პოლ პოგბა გახლდათ. პრობლემა ისაა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ 180 მილიონ ევროს ითხოვს. თანაც ფრანგი ფეხბურთელის გადაბირება „რეალს“ უნდა და გასაკვირი არაა, რომ „იუვე“ უკან იხევს.

Calciomercato-სა და Marca-ს თუ დავუჯერებთ ტურინელები პოგბას შეძენის ნაცვლად სწორედ ერიქსენის ტრანსფერზე იმუშავებენ. დანიელ ნახევარმცველს „დეზებთან“ კონტრაქტი კიდევ ერთი წლით აკავშირებს, თუმცა რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, რომ „ტოტენჰემის“ დატოვება და ახალ გამოწვევებთან გამკლავება სურს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები