რატომ გადაწყვიტა სარიმ „ჩელსიდან“ წასვლა
Aa
Aa

რატომ გადაწყვიტა სარიმ „ჩელსიდან“ წასვლა

უცხოურ გამოცემებს თუ დავუჯერებთ პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ ლონდონის „ჩელსის“ თავკაცი, მაურიციო სარი კარიერას ტურინის „იუვენტუსში“ გააგრძელებს. როგორც ირკვევა „ბიანკონერისა“ და „არისტოკრატებს“ შორის შეთანხმება უკვე შედგა და მომავალ სეზონში იტალიელი სპეციალისტი კრიშტიანუ რონალდუსა და კომპანიის დამრიგებლის პოსტზე მოგვევლინება.

ბრიტანული გამოცემა The Sun იმ მიზეზებზე საუბრობს, რომელთა გამოც სარიმ „სტემფორდ ბრიჯის“ დატოვება გადაწყვიტა.

60 წლის დამრიგებელი ყველაზე მეტად „ლურჯების“ ქომაგების შეძახილებმა გააღიზიანა. „სარი-ბოლის დედაც“! „წავიდეს სარი“!

„არისტოკრატების“ გულშემატკივრები მსგავს ფრაზებს „კარდიფთან“ მატჩისას სკანდირებდნენ და The Sun-ის მიხედვით იტალიელისთვის ეს ბოლო წვეთი აღმოჩნდა.

შეგახსენებთ, რომ სარის შემცვლელად ლონდონელები „ჩელსის“ ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშეს, ფრენკ ლამპარდს განიხილავენ. ეს უკანასკნელი გასულ სეზონში „დერბიში“ იმყოფებოდა და „პრაიდ პარკის“ ბინადრები ჩემპიონშიფის პლეიოფში გაიყვანა.

ლამპარდის კანდიდატურას მხარს რომან აბრამოვიჩიც უჭერს. რუსი ბიზნესმენი მას დიდ პატივს სცემს და დარწმუნებულია, რომ „სტემფორდ ბრიჯზე“ წარმატებას აუცილებლად მიაღწევს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები