''ვიტ ჯორჯია'' ოთხმა ფეხბურთელმა დატოვა
Aa
Aa

''ვიტ ჯორჯია'' ოთხმა ფეხბურთელმა დატოვა

საფეხბურთო კლუბი თბილისის ''ვიტ ჯორჯია'' ოთხმა ფეხბურთელმა დატოვა. ეს მოთამაშეები არიან: ალეკო ჩაკვეტაძე, გიორგი გაფრინდაშვილი, დავით საჯაია და ზურაბ ღირდალაძე. ინფორმაცია CrystalSport-თან საუბარში ალეკო ჩაკვეტაძემ დაადასტურა, თუმცა კლუბიდან წამოსვლის მიზეზებზე საუბარი არ ისურვა.

ერთ-ერთი ვერსიით ფეხბურთელების გუნდიდან წასვლის მიზეზი გუნდში არსებული მძიმე ფინანსური ვითარებაა.

შეგახსენებთ, გასულ თვეში გარიგებული მატჩების ბრალდებით თბილისის ''ვიტ ჯორჯიას'' 5 ფეხბურთელი დააკავეს, რომლებიც შემდგომში გირაოთი გაათავისუფლეს. მიმდინარე თვეში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში სადისციპლინო და საფეხბურთო დავების განმხილველი კომიტეტის სხდომა შედგა, კომიტეტმა მოისმინა მატჩის შედეგსა და მსვლელობაზე მანიპულირებაში ბრალდებული ფეხბურთელების საკითხი და მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება: თბილისის „ვიტ ჯორჯიას“ ხუთ მოთამაშეს, გიორგი გეთიაშვილს, ჯონი შეროზიას, ნიკოლოზ მაისურაძეს, ნოდარ კიკნაველიძესა და პაატა ღუდუშაურს სანქციის სახით დაეკისრათ საფეხბურთო საქმიანობის სამუდამო აკრძალვა. ხოლო თავად კლუბს დააკლდა ექვსი ქულა და დაჯარიმდა 50 ათასი ლარით.

ფოტო: თბილისის ''ვიტ ჯორჯიას'' პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები