ნეიმარისა და ნაილა ტრინდადეს მიმოწერა
Aa
Aa

ნეიმარისა და ნაილა ტრინდადეს მიმოწერა

გავლენიანმა გამოცემა MARCA-მ ნეიმარისა და ნაილა ტრინდადეს მიმოწერის ესპანური ვერსია გამოაქვეყნა. როგორც მოგეხსენებათ ბრაზილიელს ბრალს გაუპატიურებაში სდებენ. „პსჟ-ს“ სუპერვარსკლავი კი ყველაფერს უარყოფს.

გთავაზობთ მიმოწერის ქართულ ვერსიას.

ნაილა: ახლა ვიძინებ. შენ ჩემთან არ მოდიხარ და აქ ტყუილად მალოდინებ. მხოლოდ საუბარი იყო და მოსვლას თავიდანვე არ აპირებდი.

ნეიმარი: 15 წუთში მოვალ.

ნაილა: დაოჯახებას აპირებ? არ დაოჯახდე.

ნეიმარი: ვსადილობდი.

ნეიმარი: (პასუხობს „დაოჯახებას აპირებ“?) მადლობა ღმერთს ხო?

ნაილა: ჩემი მობილური ტელეფონის ელემენტი ჯდება და არ ვიცი დამტენი სადაა. გელოდები, ოთახი 203.

***

მომდევნო მიმოწერა მას შემდეგ შედგა, რაც ნეიმარმა სასტუმრო ოთახი დატოვა.

ნეიმარი: მნიშვნელობა არ აქვს რა გამიკეთე, ყველაფერს გპატიობ. ყველაფერი კარგადაა. თუ კითხვა გაგიჩნდება, მომწერე.

ნაილა: მინდა შენგან წავიდე, სხვა არაფერი.

ნეიმარი: კარგი

ქალბატონმა ტრინდადემ ამის შემდეგ ბრაზილიელს სისხლჩაქცევების ამსახველი ფოტო გაუგზავნა, ნეიმარმა კი „ემოჯით“ უპასუხა.

ნაილა: შორტები ამიტომ მეცვა. გუშინდელის შესახებ ყველაფერი გახსოვს?

ნეიმარი: რა თქმა უნდა.

ნაილა: ახლა შეგიძლია დამბლოკო. მინდა ეს საშინელი შეგრძნება თავიდან მოვიშორო. არ ვიცი როგორ აგიხსნა.

ნეიმარი: დამშვიდდი, ცხოვრების მიმდინარეობას გაჰყევი და ყველაფერი კარგად იქნება.

ნაილა: თუ დილით ჩემთვის თვითმფრინავის ბილეთს აიღებ მითხარი.

ნეიმარი: კარგი.

ნაილა: ადამიანი, რომელსაც დღეს ვესაუბრები, გუშინდელისგან რადიკალურად განსხვავდება. სწორედ დღევანდელი ნეიმარის მიმართ მქონდა გრძნობა.

ნეიმარი: შენ კარგად არ მიცნობ, ჩვეულებრივი ადამიანი ვარ.

ნაილა: ყველანი ასეთები ვართ.

ნეიმარი - "ემოჯის“ გზავნის.

ნეიმარი: გუშინ ყველაფერი სწრაფად მოხდა და სალაპარაკოდ დრო არ დაგვრჩა. დღეს კი აზრი შევიცვალეთ.

ნაილა: შესაძლოა. შენთან შეხვედრით აღფრთოვანებული ვიყავი და ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. სისხლჩაქცევები დილით ზუსტად ამიტომ აღმოვაჩინე. გუშინ თითქმის არ გვილაპარაკია და ძალიან აჟიტირებული იყავი. დღეს კი მშვიდი ხარ. გუშინ მშვიდი მე ვიყავი. დღეს გაბრაზებული ვარ.

ნეიმარი: სისხლჩაქცევები შენი ბრალიცაა, ჰა ჰა ჰა. უფრო მეტს ითხოვდი ("ემოჯის" უგზავნის)

ნეიმარი: არაფერი დაგვიშავებია. ყველაფერი კანონის ფარგლებში მოხდა. სამწუხაროდ დღევანდელმა საუბარმა ყველაფერი გააფუჭა, მაგრამ შენთან შეხვედრა მაინც სასიამოვნო იყო.

ნაილა: (პასუხობს „სისხლჩაქცევები შენი ბრალიცაა, ჰა ჰა ჰა. უფრო მეტს ითხოვდი“) გაგიჟდი? მე გთხოვე გაჩერებულიყავი და ბოდიშიც მოგიხადეს.

ნეიმარი - ჩაფიქრებულ "ემოჯის" გზავნის.

ნაილა: ყველაფერი ასე დარჩება. შენ ნეიმარი ხარ და მე ერთ-ერთი უბრალო გოგონა. თუ ჩემი ფოტოები სხვებს გაუგზავნე, სთხოვე, რომ წაშალონ, რადგან არ მინდა ჩემი სახელი შენთან ასოცირდებოდეს.

ნეიმარი: შენს ფოტოებს არასდროს არავის გავუგზავნიდი.

ნაილა: იმის გათვალისწინებით, რაც გამიკეთე, ფოტოები სხვებისთვის რომ გაგეგზავნა, არ გამიკვირდებოდა. მშვენივრად იცი, რაც გამიკეთე და როგორც მომექეცი. რეალურად შენ საშინლად მომეპყარი! მართალია ამას მალე დაივიწყებ და ერთმანეთს აღარასდროს დაველაპარაკებით, მაგრამ გულის სიღრმეში იცი, რა საშინელებაც გააკეთე.

იმედია არასდროს იგრძნობ იმ ტანჯვის ნახევარს, რაც მე ამ მგზავრობისას გადავიტანე. ყველაზე მეტად ის მაშინებს, რომ მეგონა ყველაფერი კარგად იყო. ნამდვილი გიჟი ვარ. მომხდარი ადასტურებს, რომ შენი ტვინი მხოლოდ მოედანზე მუშაობს და შენი გული არსად არ მუშაობს.

თუმცა, რაც იყო, იყო. აღარაფერს აქვს აზრი. ყველაფერს გავაკეთებ, რომ დავივიწყო დღე, როცა ასე მომეპყარი. ტკბილად იძინე და მადლობა. ახლა მაინც ვიცი ნეიმარის რეალური სახე როგორია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები