გია გიორგაძე ჭადრაკს 4 წლის ვადით უხელმძღვანელებს
Aa
Aa

გია გიორგაძე ჭადრაკს 4 წლის ვადით უხელმძღვანელებს

თბილისის ჭადრაკის სასახლეში საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საარჩევნო ყრილობა გაიმართა.

ყრილობას 67 დელეგატი ესწრებოდა , რომლებმაც ფედერაციის გაწეული მუშაობის ანგარიში მოისმინეს და წესდებაში ცვლილებების შეტანა დაამტკიცეს.

ასევე ყრილობის დროს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები გაიმართა.

მოქმედი პრეზიდენტი გია გიორგაძე პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი გახლდათ , რომელიც დელეგატებმა ერთხმად აირჩიეს.

აღსანიშნავია, რომ გია გიორგაძე ფედერაციის პრეზიდენტად  მეოთხე ვადით აირჩიეს.

ასევე ყრილობაზე დაამტკიცეს ვიცე-პრეზიდენტები: აკაკი იაშვილი (მსოფლიო საჭადრაკო ორგანიზაციის  ‘ფიდე’-ს ვიცე-პრეზიდენტი), ვალერი გაფრინდაშვილი და ზურაბ მიქაძე, ხოლო გენერალური მდივანი სოფიო გვეტაძე იქნება.

ცხელი ამბები