დეკანოსიძე ''თელავიდან'' გორის ''დილაში'' ბრუნდება
Aa
Aa

დეკანოსიძე ''თელავიდან'' გორის ''დილაში'' ბრუნდება

საფეხბურთო კლუბი ''თელავი'' მთავარმა მწვრთნელმა გიორგი დეკანოსიძემ დატოვა. ინფორმაცია თელავური კლუბის პრესსამსახურმა დაადასტურა.

გერმანული ''ფიურტის'' ყოფილი ფეხბურთელი ''თელავის'' მთავარ მწვრთნელად 2017 წლის აგვისტოში დაინიშნა და მას შემდეგ გასული სეზონის ბოლომდე პოსტს იკავებდა.

2018 წლის ეროვნული ლიგა 2-ის 10-გუნდიან ჩემპიონატში ''თელავი'' 48 ქულით მე-5 ადგილზე გავიდა და საუკეთესო სამეულს 10 ქულით ჩამორჩა.

37 წლის სპეციალისტი ''საბურთალოს'' აკადემიის დირექტორად მუშაობდა. 2017 წლის დასაწყისში გორის ''დილას'' მთავარი მწვრთნელის ასისტენტად დაინიშნა.შესაძლოა  დეკანოსიძე გორის ''დილაში'' მთავარ მწვრთნელად დაბრუნდეს. მან crystalsport_თან საუბარში აღნიშნა: "დაინტერესება ნამდვილად არის, თუმცა საბოლოო შეთანხმება არ მიღწეულა."

შეგახსენებთ, გიორგი შაშიაშვილის გუნდიდან წასვლის შემდეგ ''დილას'' მთავარი მწვრთნელის პოსტი ვაკანტურია.

კლუბიდან წასვლასთან დაკავშირებით დეკანოსიძემ სოციალურ ქსელში დაწერა

ფოტო: ''თელავის'' პრესსამსახურის ფოტო

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები