''ზუგდიდი'' ლიგა 3-ის გამარჯვებულია
Aa
Aa

''ზუგდიდი'' ლიგა 3-ის გამარჯვებულია

საქართველოს რანგით მესამე ლიგის საფეხბურთო ჩემპიონატის გამარჯვებული სოსო ფილიას გაწვრთნილი ''ზუგდიდი'' გახდა. მესამე ლიგის 2018 წლის გათამაშების დასკვნით ტურში ''ზუგდიდმა'' შინ ''ვარკეთილს'' უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა.

მასპინძელთა მხრიდან გიორგი წულეისკირმა დუბლი შეასრულა, ერთი გოლი კი გიორგი გურეშიძის ანგარიშზეა. ''ვარკეთილისთვის'' ერთადერთი გოლი ირაკლი იბრაგიმოვმა შეაგდო.

20-გუნდიან მესამე ლიგაში ''ზუგდიდი'' 84 ქულით პირველ ადგილზე გავიდა, მეორე პოზიცია 79 ქულით ''ბახმარომ'' დაიკავა, ხოლო მესამე პოზიციაზე ლანჩხუთის ''გურია'' 73 ქულით გავიდა.

''ზუგდიდი'' შემდეგ სეზონს ეროვნულ ლიგა 2-ში გაატარებს, ხოლო ''ბახმარო'' და ''გურია'' ეროვნულ ლიგა 2-ში აღზევებისთვის ფლეი-ოფის მატჩებს ეროვნული ლიგა 2-ის მე-8 და მე-9 ადგილოსნებთან გამართავენ.

ფოტო: ''ზუგდიდის'' პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები