ჩემპიონთა ლიგის პლეი-ინში გულშემატკივრები ევროპულ კლასიკოდ წოდებულ დაპირისპირებას იხილავენ, სადაც ერთმანეთს მადრიდის რეალი და მანჩესტერ სიტი დაუპირისპირდებიან. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში გუნდები ერთმანეთს უკვე მეოთხედ ხვდებიან და ყოველ ჯერზე, გულშემატკივარმა განსაკუთრებული სანახაობა იხილა. საინტერესოა, რამდენად კარგად გახსოვს მადრიდის „რეალისა“ და „მანჩესტერ სიტის“ დაპირისპირების ისტორია და ფეხბურთელები, რომლებიც ორივე კლუბთან იყვნენ დაკავშირებულნი.