ანდრეს ინიესტა მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო ნახევარმცველად ითვლება. ლეგენდარულმა ესპანელმა ფეხბურთელმა კარიერის განმავლობაში 41 ტიტული მოიგო, რაც რა თქმა უნდა, ფანტასტიკური შედეგია. ინიესტა ყველა მნიშვნელოვანი ტურნირის გამარჯვებული გახდა - მსოფლიო ჩემპიონატი, ევროპის ჩემპიონატი, ჩემპიონთა ლიგა და ა.შ. 2010 წლის მუნდიალის ფინალში კი გადამწყვეტი გოლი გაიტანა, რითაც ესპანეთმა ისტორიაში პირველად, მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმა. ვეტერანმა ესპანელმა კარიერა რამდენიმე კვირის წინ, 40 წლის ასაკში დაასრულა. საინტერესოა, რამდენად კარგად იცნობ ანდრეს ინიესტას კარიერის ნაცნობ, თუ უცნობ მომენტებს.